logo
ENG



ჯი-ემ-პი: საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი

24 მარ 202017:10
3 წუთის საკითხავი
 

ფარმაცევტული კორპორაცია „ჯი-ემ-პი“ ფარმა კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით მოსახლეობისადმი მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, რადგან კომპანია 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკთან დაკავშირებით გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე ქვეყნისთვის მედიკამენტების მარაგების შესაქმნელად.

კომპანიის თქმით, აღნიშნული განცხადების გაკეთება გამოიწვია პანიკამ, რისი საფუძველიც დღეს ქვეყანაში არ არსებობს.


close დახურვა